უკრაინის სახალხო დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ცხოვრებისთვის“ ნესტორ შუფრიჩი და Censor.net-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი, სავიკ შუსტერის გადაცემაში „თავისუფალი სიტყვა“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
შუფრიჩმა განაცხადა, რომ ფრაქცია „ოპოზიციური პარტია ცხოვრებისთვის“ – მეორეა პარლამენტში და მის უკან უკრაინელი ხალხი დგას. ამის შემდეგ ბუტუსოვმა თქვა, რომ აღნიშნული პარტიის დეპუტატები „საზღვარგარეთ გაიქცნენ“, შუფრიჩს მან მოღალატე უწოდა და განაცხადა, რომ ის პარტია „ნაში“-ს (ჩვენები) ლიდერთან ევგენი მურაევთან ერთად ქვეყანაში რუსულ ნარატივებს ავრცელებენ.
რაზეც შუსტერმა განაცხადა „მოღალატე ვარ თუ არა – ამას სასამართლო დაადგენს“.
ამის შემდეგ ბუტუსოვი მასთან მივიდა და სახეში დაარტყა.
ჩხუბის შემდეგ შუფრიჩი ცოტა ხნით სტუდიიდან გავიდა. დაბრუნებისას მან ჟურნალისტს „აგიტატორი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „გოგოსავით იკაწრება“.