სად გამოვლინდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა – კოვიდ სტატისტიკა რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 8 357 შემთხვევა, აჭარა – 1 608, იმერეთი – 1 907, ქვემო ქართლი – 727, შიდა ქართლი – 794, გურია – 290, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 721, კახეთი -626, მცხეთა-მთიანეთი – 376, სამცხე-ჯავახეთი – 282, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -74.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 075 154 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 075 154 გამოჯანმრთელდა, 14 774 კი, გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები