ამირან გამყრელიძე: აცრა ​სავალდებულო არ გახდება – ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით ​ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება.

მისივე თქმით, ვაქცინაციის გარეშე ადამიანები ნორმალური ცხოვრების რიტმს ვერ დაუბრუნდებიან.

“ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით შედიან უმაღლეს პრიორიტეტულ ჯგუფებში. ანუ პირველი იყო სამედიცინო პერსონალი, შემდგომ იყო ასაკობრივი ჯგუფები. აცრის კამპანიის პირველ დღეებში, კვირებში აქტიურობა არის დაბალი, შემდეგ იზრდება. დაახლოებით აპრილის განმავლობაში გვექნება საშუალება, რომ ერთჯერადი აცრით 120 000 -130 000 ადამიანი ავცრათ.

​სავალდებულო არ გახდება, ნებაყოფლობითი იქნება. თუ აქტივობა დაბალი იქნა, შეიკრიბება საბჭო და იმსჯელებს შემდგომ ღონისძიებებზე. ვაქცინაციის გარეშე ვერ დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 65 და 75 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები