ამირან გამყრელიძე: ექსპერტთა ჯგუფი დღეს იმსჯელებს, შეჩერდება თუ არა „ასტრაზენეკა”-თი ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გაგრძელდება თუ არა „ასტრაზენეკა”-თი ვაქცინაცია, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, 19:00 საათზე დანიშნულ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტიც მიიღებს.

„19:00 საათზე დაინიშნა გაერთიანებული სხდომა, არსებობს იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტი, არსებობს იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი და ამ კომიტეტების სხდომა დაინიშნა სამინისტროში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ისევე როგორც სამინისტროს ტოპმენეჯმენტი. განხილული იქნება რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. იქ იქნება განხილული და მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის, იმ საკითხთან, რომელსაც თქვენ მისვამთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ახალციხეში 27 წლის ექთანს დაუყოვნებლივი რეაქცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში განუვითარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები