ამირან გამყრელიძე: ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა – ამჟამად, კატასტროფის მედიცინის ბრიგადას ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.
მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალი კატასტროფის მედიცინის ბრიგადას ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავს.
“დღეს ახალციხეში, „იმედის კლინიკაში“, სადაც უკვე 16 ადამიანია აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალი. ის სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ ჰქონდა ალერგიული რეაქციები. აცრის შემდეგ მან ერთ-ერთ არხს მისცა ინტერვიუ და მოუწოდა კოლეგებს ვაქცინირებისკენ. 30 წუთში მასთან განვითარდა დაუყოვნებლივი რეაქცია. თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ეს ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას. ახალგაზრდა ქალს ადგილზე ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება და გადაიყვანეს რეანიმაციაში, სადაც ის ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. ამჟამად კატასტროფის მედიცინის ბრიგადას ავადმყოფი თბილისში ჩამოჰყავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.