ამირან გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი გვერდით მოქმედებებისგან დაზღვეული არ არის.

„დღეს გამოვლინდა პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდით მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვერდითი მოქმედება, ყველაზე სერიოზული, რომელიც ვითარდება სწარაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 წუთში, თუმცა შეიძლება, იყოს მოგვიანებითი რეაქცია. მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქცია ხდება მილიონში ერთი, გასაშუალებული მონაცემები არის ერთი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები