ამირან გამყრელიძე: ჩემი რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი მაყურებლის დასწრების გარეშე ჩატარდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი 8 ოქტომბერს, თბილისში, “COVID19″-ის პრევენციის მიზნით, მაყურებლების დასწრების გარეშე ჩატარდეს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფა-მ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით.
ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.