ეკატერინე ტიკარაძე: მჯერა, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და მთავრობასთან ერთად ჩაერთვებიან კოვიდინფექციასთან ბრძოლაში
“მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების იმისათვის, რომ ერთობლივად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი – კორონავირუსი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, როგორც კლინიკური ჯგუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია.
„მნიშვნელოვანია, დავიცვათ ყველა ის ღონისძიება, რომელიც მოწოდებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, ვინაიდან მხოლოდ ერთობლივი ჩართულობით არის შესაძლებელი, დავძლიოთ ის გართულებები, რომელიც შეიძლება დადგეს საქართველოში, როგორც არის გავრცელება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მჯერა, ჩვენი მოქალაქეები კიდევ ერთხელ გამოიჩენენ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას და მთავრობასთან ერთად ჩაერთვებიან კოვიდინფექციასთან ბრძოლაში.
როგორც კლინიკური ჯგუფის, ასევე ჰოსპიტალური სექტორის მხრიდან მზაობა მაღალია. კლინიკურ ჯგუფს გააჩნია ყველა საჭირო რეკომენდაცია და გაიდლაინი იმისთვის, რომ სწორად იმართოს პაციენტების მდგომარეობა, როგორც მძიმე მდგომარეობაში, ასევე საკარანტინო სივრცეებში მსუბუქ მდგომარეობაში მყოფთა მართვის შემთხვევაში. პანიკის საფუძველი ამ მხრივ არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ საყოველთაო მობილიზება ჩვენი მოქალაქეების იმისათვის, რომ ერთობლივად დავამარცხოთ ეს უხილავი მტერი“,- განაცხადა ტიკარაძემ.