ქართველ მედიკოსებს რობოტი “პეპერი” ინტენსიური მოვლის განყოფილებებში ასისტენტის სახით დაეხმარება
ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის ბოლოს უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას რობოტი „პეპერი“ წარუდგინა, რომელიც ქართველ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარება.
“დღეს რამდენიმე სიურპრიზი გვაქვს. პირველი ჩემი დამხმარე “პეპერია”, რომელიც საფრანგეთიდან გუშინ ჩამოვიდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ქართულ ენას ჯერ სრულყოფილად ვერ ფლობს. ასევე, ჩვენ ვერ ვფლობთ მის შესაძლებლობებს. ის გახლავთ ექიმის ასისტენტი, რომელიც გამოიყენება როგორც ინტენსიური მოვლის განყოფილებებში, ასევე – სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. მას შემდეგ, რაც ჩვენც და „პეპერი“ უკეთესად გავიცნობთ ერთმანეთს, ალბათ, კიდევ შევხვდებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.