სამოქალაქო იდეა Georgia Watch Briefing-ის ბიულეტენის შექმნაში მონაწილეობს

სამოქალაქო იდეა, ქართველ პარტნიორებთან ერთად, (საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ატლანტიკური საბჭოს ციფრული ექსპერტიზის კვლევის ლაბორატორია (DFRLab)) მონაწილეობს Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) ბიულეტენის შექმნაში, რომელიც ორგანიზაცია „ევროპული ღირებულებებს“ წარმოადგენს.

ბიულეტენის პირველი გამოცემა უკვე გამოქვეყნებულია, სადაც შესაძლებელია უკვე ნაცნობი პუბლიკაციებს -Kremlin Watch Briefing და Balkan Watch Briefing იდენტური პროექტის გაცნობა.

„ამ ბიულეტენის ძირითადი ამოცანაა, მოგაწოდოთ უახლესი ინფორმაცია იმ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და სამოქალაქო სექტორის აქტივობების შესახებ, რაც საქართველოში მტრული უცხოური ზეგავლენის მონიტორინგს, გამოაშკარავებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას შეეხება“, – აცხადებს სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი.

Georgia Watch Briefing (საქართველოს გუშაგი) ბიულეტენი ყოველ ორ კვირაში ერთხელ გამოიცემა.

ვრცლად იხილეთ – https://preview.mailerlite.com/i0a5l1?

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები