ცნობადი სახეებისა და დამსაქმებლების ვიდეოგზავნილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს – “შენ მნიშვნელოვანი ხარ!” (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და მსხვილი კომპანიების დამსაქმებლები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მიმართავენ და მათ პანდემიის ფონზე მუშაობისთვის მადლობას უხდიან.
ვიდეოგზავნილით ისინი ფოტოგრაფისა და ბლოგერის, გოგა ჩანადირის მიერ დაწყებულ სოციალურ კამპანიას – #შენმნიშვნელოვანიხარ უერთდებიან.

​მიმართვაში ნათქვამია, რომ ქართულ ეკონომიკას დღეს, როგორც არასდროს, მხარდაჭერა სჭირდება და რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების დაფასება, ვინც საგანგებო მდგომარეობის დროს თავდაუზოგავად შრომობდნენ. ესენი არიან მაღაროელები თუ მეტალურგები – მძიმე მრეწველობის სფეროდან, სააფთიაქო, ავტოგასამართი სადგურებისა და სუპერმარკეტების ქსელების, სამშენებლო კომპანიების, დასუფთავების სამსახურების, მიმწოდებელი ფირმებისა თუ ფოსტის თანამშრომლები და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ გოგა ჩანადირის მიერ “ფეისბუქით” დაწყებულ კამპანიას, რიგითი მოქალაქეების გარდა, არაერთი მსხვილი კომპანია, მათ შორის, “ჯორჯიან მანგანეზი”, “საქნახშირი”, “არემჯი”, “ანაგი”, “აგრომაქს დეკორი” და სხვები შეუერთდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები