ილია მეორე: გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით, სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს
“ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი.
ილია მეორე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს.
„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ, ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითოეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიერთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!”, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.