“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო” ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომას ულოცავს
“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო” სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
“დღეს ყველა ქართველი მართლმადიდებელი დღესასწაულთა დღესასწაულის, იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. აღდგომა ქრისტიანთათვის უდიდესი დღეა – მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი ამქვეყნიურ ბოროტებას სიყვარულით და სინათლით ამარცხებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, უფლის მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს, ქრისტე აღდგა!”,- ნათქვამია განცხადებაში.