ილია მეორე სომხეთის პრემიერმინისტრს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერმინისტრი – ნიკოლ ფაშინიანი და დელეგაციის სხვა წევრები მიიღო.
საპატრიარქოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზი გაესვა კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობას.
სომხეთის პრემიერმინისტრმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანმრთელობა უსურვა და საქართვეო-სომხეთს შორის კიდევ უფრო დაახლოების იმედი გამოთქვა.