ვიეტნამში კორონავირუსით დაავადებული ყველა პაციენტი განკურნებულია
ვიეტნამში კორონავირუს COVID-19-ით არც ერთი დაავადებული არ არსებობს, – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ვუ დიკ დამმა, რომელიც ინფექციის გავრცელების პრევენციის სახელმწიფო კომისიას ხელმძღვანელობს.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 16 დაინფიცირებული იყო, და მათგან უკანასკნელიც განიკურნა. გასული ორი კვირის განმავლობაში კი, ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა.
ვიეტნამში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 23 იანვარს გამოვლინდა. იანვრის ბოლოდან, ქვეყნის ხელისუფლებამ, ჩინეთთან ავიამიმოსვლა მთლიანად შეაჩერა, სახმელეთო საზღვარი კი, ნაწილობრივ ჩაკეტა, ასევე ქვეყანაში ჩინელი ტურისტების შესვლა აკრძალა.