დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასიდან“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
მათივე ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აბასთუმანის, ცაბაძის, წინამძღვრიშვილის და ვანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ტერევერკოს და ბოხუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და გია რომელაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IV მიკრორაიონების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ხიზანიშვილის, სარაჯიშვილის, ილორის და მარატ ნოზაძის ქუჩების მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში,გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, გმირთა მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), მერაბ ალექსიძის, ალმასიანის, ფიზკულტურის, ბერბუკის, ანდრია აფაქიძის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ტყვარჩელის, ასლანიდის, ბიძინა კვერნაძის, კოსტავას, ოჟიოს, სანაპიროს, მიროტაძის, კოდორის და ბენდელიანის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს II, III, IV, V მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, მარგიანის, ვარაზის, ინტენსიფიკაციის, პიკასოს, მინდელის, პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), აბაშიძის და მიქელაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაშალეიშვილის, გოგებაშვილის, იმედაშვილის, შენგელიას და გუნიას ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.