“სისხლიანი რეჟიმი უნდა დასრულდეს“- სკოლის მოსწავლეებმა ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართეს
“სისხლიანი რეჟიმი უნდა დასრულდეს“- ამ შეძახილებით სკოლის მოსწავლეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს.
როგორც ისინი ამბობენ, საქართველოში არსებულმა სისხლიანმა სისტემამ ახალგაზრდების სიცოცხლე შეიწირა.
არასრულწლოვნები მოსახლეობას მოუწოდებენ აქციაში მიიღონ მონაწილეობა. აქციაზე, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები იმყოფებოდნენ.
ადგილზე სამართალდამცველებიც იყვნენ მობილიზებული.