მამაკაცმა ოკეანეში 16 თვე გაატარა

  მექსიკელმა ხოსე ივანმა პატარა პლასტიკური ნავით წყნარ ოკეანეში 16 თვე გაატარა. ეს ისტორია 2012 წლიდან დაიწყო – მან მეგობართან ერთად მექსიკა დატოვა და სალვადორში გაემგზავრა. როგორ აღმოჩნდა მამაკაცი ოკეანეში, ინფორმაცია არ ვრცელდება. საინფორმაციო სააგენტოების თქმით, ნავი მატორიანი იყო, თუმცა ხრახნების გარეშე. ხოსე ივანი გადარჩა, მისი მეგობარი კი  ზღვაში ერთი თვის წინ დაიღუპა. ის თევზების, ჩიტების და კუების დაჭერით გადარჩა. დაბოლოს, როდესაც მამაკაცმა  მექსიკიდან ათასი კილომეტრით დაშორებულ კუნძულამდე მიაღწია, ძალიან დასუსტებული იყო და დახეული ტანსაცმელი ეცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები