ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნეს
საფრანგეთის სასამართლომ ცნობილი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე 2021 წელს, ფილმის The Green Shutter-ის გადასაღებ მოედანზე ორი სხვადასხვა ქალის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.
მსახიობს 18-თვიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა. ის სასჯელის გასაჩივრებას აპირებს.
როგორც “სიენენი” წერს, საფრანგეთში მოსამართლეების წინაშე წარდგენილ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში ფრანგული კინოს ცნობილმა ფიგურამ, არაერთხელ უარყო ბრალდება. თუმცა, მოსამართლე ტიერი დონარმა განაცხადა, რომ დეპარდიეს მიერ მოვლენების ახსნა არადამაჯერებელი იყო.
მედიის ცნობით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და დეპარდიეს სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ათობით ქალი სდებს ბრალს.