რატი იონათამიშვილი: როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID-ის პოზიციებს

,,როდესაც ჩვენ ვხედავთ საქართველოსთან მიმართებით ამ დუმილს, გამოდის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იკავებს გაუქმებული USAID – ის პოზიციებს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იდგნენ არა გაუქმებული USAID – ის მხარეს, არამედ ქართველი და ამერიკელი ხალხის თანამშრომლობის მხარეს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„იმის შეხსენება, რომ საქართველომ გაიღო ძალიან ბევრი ამერიკისთვის და საერთაშორისო მშვიდობისთვის, ამ მხრივ შეიძლება ითქვას გამორჩეული პარტნიორი და მხარდამჭერი იყო საქართველო აშშ-ის, ეს არის ანგარიშგასაწევი და დასაფასებელი. ვინც ამას არ ითვალისწინებდა ეს ჩვენ ვიცით რომ იყო „დიფ სთეითი“ და წინა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც უხეშად ლახავდა ქართველი ხალხის ინტერესებს. ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოვიდა დრო იმისა, რომ კონკრეტული განცხადებები გაკეთდეს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები