”იმ პროგრესს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ევროინტეგრაციას მოუტანს” – იონათამიშვილი

“საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ გარე ძალები, ვინც საქართველოში პოლარიზაციას და დაპირისპირებას გეგმავდნენ, რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდნენ სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საქართველოს მშვიდობა შეუნარჩუნა, როცა რეგიონში ასეთი ომი მძვინვარებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

”იმ პროგრესს შევინარჩუნებთ, რაც ქვეყანას კიდევ უფრო მეტ ევროინტეგრაციას მოუტანს. ცხადია, მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია და მშვიდობა მნიშვნელოვანია, რომ სამყარო სწორად ვითარდებოდეს, ადამიანის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. საბოლოოდ, ეს აუცილებლად მოხდება. დრო ძვირფასია, რადგან რაც უფრო შორდება მშვიდობა, მით უფრო მეტია ნგრევა და უსამართლობა. ეს ყველას გვადარდებს. იარსებებს სამართლიანი და ღირსეული მშვიდობა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები