გიორგი კახიანი: კანონმდებლობაში არ უნდა არსებობდეს ხარვეზი, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში პარტიის წევრებს ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული რებრენდიგი მოახდინონ თავიანთი პარტიის
,,საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც მას არაკონსტიტუციურად შეუძლია ცნოს ეს თუ ის პოლიტიკური პარტია ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„კანონმდებლობაში არ უნდა არსებობდეს ხარვეზი იმისა, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შემთხვევაში ამ პარტიის წევრებს ჰქონდეს შესაძლებლობა გარკვეული რებრენდინგი მოახდინონ თავიანთი პარტიისა და სხვა ფორმით აღმოჩნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილავენ ცვლილებებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.