თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. სტუდენტებთან შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე, თავდაცვის უწყების პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ალტერნატიულ ვადებზე, ჯარისკაცის მოვალეობებისა და, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის პირობებზე. შეხვედრაზე თავდაცვის ძალების ოფიცრებმა სტუდენტებს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო კარიერული განვითარების შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს.

თავდაცვისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების ერთობლივი პროექტი – „ჩვენი ჯარი“ მომავალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები