თორნიკე ჭეიშვილი: ცვლილებები ემსახურება იმას, რომ არ დარჩეს სივრცე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით იმავე ჯგუფის მიერ, არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია
,,ცვლილებები ემსახურება იმას, რომ არ დარჩეს სივრცე იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლით, იმავე ჯგუფის მიერ, იმავე არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა, ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას გულისხმობს.
მისი თქმით, ცვლილებების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ეფექტიანი ათვისებაა.
„ცვლილებები პირველყოვლისა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის ეფექტიანი ათვისება. ეს თავის მხრივ კავშირშია იმასთან, რომ არ მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ე.წ. მემკვიდრე პარტიის შექმნას. არ დარჩეს სივრცე იმისათვის, რომ მანიპულაციურად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გვერდის ავლის გზით იმავე ჯგუფის მიერ, იმავე არაკონსტიტუციური მიზნებით დაფუძნდეს ე.წ. მემკვიდრე პარტია და უკვე ამ პარტიის მეშვეობით არ გაგრძელდეს ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.