ბათუმში ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით, 2 პირი – 1985 წელს დაბადებული ზ.გ. და 1985 წელს დაბადებული, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე რ.ბ. დააკავეს.
​დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.გ.-მ ბათუმში მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
​რაც შეეხება რ.ბ.-ს, სამართალდამცველებმა ის იმ დროს დააკავეს, როდესაც ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილიდან ხელჩანთის მოპარვას ცდილობდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი ავტომობილის გაქურდვის რამდენიმე ფაქტიც აღიარა.
გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები