ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს(ვიდეო)

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კახეთის რეგიონში, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, თითქოსდა, ერთ – ერთ კომპანიას მიეწოდა 54 000 ლარის ღირებულების ღვინო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები