თბილისში ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ  ყალბი 100-ლარიანი კუპიურების დამზადება-გასაღების ფაქტზე  ორი პირი დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  ქ. თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში  გაასაღეს, ჯამურად, 900 ლარის ოდენობის ყალბი 100 ლარიანი კუპიურა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია 2 ცალი ყალბი 100 ლარიანი კუპიურა, ასევე, ყალბი ფულის დასამზადებლად განკუთვნილი ტექნიკური მოწყობილობები და პოლიგრაფიული მასალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან – 10 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები