სარალიძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე, კომისიამ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა დაკითხოს

საპარლამენტო კომისიის დაკითხვაზე ივანე ნაკაიძე დაიბარეს.
ნაკაიძე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ-ს ბიძაა. ივანე ნაკაიძის სახელი ასევე ფიგურირებს „პანამა ფეიფერსში“, სადაც ის კეზერაშვილის ყოფილი კომპანიის მეწილედ ფიქსირდება.

გაზეთ „რეზონანსის“ სტატიიდან ირკვევა, რომ ივანე ნაკაიძე 2009 წლიდან კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს წარმოადგენდა.

გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ხაზს უსვამს იმას, რომ ივანე ნაკაიძის დაკითხვა თავად კომისიამ გადაწყვიტა და აღნიშნულს მიესალმება.
მისი თქმით, ნაკაიძე გამოძიების მასალებში არ ფიგურირებს და გამოძიების პერიოდში დაკითხულიც არ ყოფილა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებზე შესაძლო წნეხის ფაქტზე ნაკაიძე სამომავლოდაც გამოძიებისთვის საინტერესო ფიგურა აღმოჩნდეს.
ფიგურირებს თუ არა ნაკაიძის სახელი საგამოძიები მასალებში ან რა შეხება შეიძლება ჰქონდეს მას საქმესთან და რატომ დაინტერესდა კომისია მისი დაკითხვით – ამ კითხვაზე „რეზონანსს“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ უპასუხა.
კაპანაძის განცხადებით, მათთან მისული მასალების მიხედვით, ივანე ნაკაიძის მიმართ კომისიის წევრებს კითხვები გაუჩნდათ, შესაბამისად, ნაკაიძეს კომისიისთვის პასუხის გაცემა მოუწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები