ბადრი ბიწაძე იმ თანამდებობის პირებს ასახელებს, თუ ვინ სად იმალებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მაღალი თანამდებობის იმ პირებს ასახელებს, თუ ვინ სად იმალებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დროს.

„მაშინ კონფლიქტის ზონაში ვიყავი, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ 2008 წლის 9 აგვისტოს სააკაშვილი კანცელარიაში მარტო დარჩა! ფაქტობრივად, სააკაშვილს მთელი ხროვა შემოეცალა, მათ შორის ვანო მერაბიშვილიც, რომელიც 9 აგვისტოს ღამეს რომ დაიმალა, 13 აგვისტომდე არ გამოჩენილა. მერაბიშვილი მთელი ოთხი დღის განმავლობაში სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ სოფელში იმალებოდა. მიხეილ მაჭავარიანი აეროპორტიდან მოაბრუნეს, გიგა ბოკერიაც გადიოდა ქვეყნიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მობრუნდა. დავით ბაქრაძე, დეპუტატებთან ერთად ლაგოდეხის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით, აზერბაიჯანში გადავიდა და იქ სპორტდარბაზში ცხოვრობდა. ერეკლე კოდუა სომხეთის საზღვარზე გადადიოდა. ეს ყველაფერი დავაფიქსირე და მთელი დოკუმენტაცია საპარლამენტო კომისიას ჩავაბარე. თუმცა, უშედეგოდ, დოკუმენტები რომ აფრიალდა და სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის ნამდვილი სახე გამოჩნდა, მივიდნენ და სააკაშვილს უთხრეს – ბადრი ბიწაძე ძალიან ცუდ ადგილზე დაგვინიშნავსო! ზოგიერთებივით იმ დოკუმენტების ასლები არ გამიკეთებია, რაც ალბათ, შეცდომა იყო“, – აცხადებს ბადრი ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები