ბადრი ბიწაძე: არავითარი დამსახურება ეკა გიგაურს არ ჰქონია, ვანო მერაბიშვილმა კაპიტნობა მხოლოდ იმიტომ მიანიჭა, რომ ჩემი მოადგილე იყო
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ყოფილი შეფი, გენერალ-ლეიტენანტი ბადრი ბიწაძე დუმილს არღვევს და მასთან გაზეთი „ასავალ-დასავალი“ მკითხველს ვრცელ ინტერვიუს სთავაზობს.
ბადრი ბიწაძე ინტერვიუში წარსულს იხსენებს და სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს.
როგორც ბადრი ბიწაძე ინტერვიუში აცხადებს, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, სამხედრო წოდება შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადასცა.
„გიგაური საზღვრის დაცვის დეპარტამენტში საერთაშორისო ურთიერთობებს ხელმძღვანელობდა და განსაკუთრეთრებით კარგად გამოსდიოდა ამერიკელებთან კომუნიკაცია. არავითარი დამსახურება ეკა გიგაურს არ ჰქონია, ვანო მერაბიშვილმა კაპიტნობა მხოლოდ იმიტომ მიანიჭა, რომ ჩემი მოადგილე იყო“, – აცხადებს ბადრი ბიწაძე.