„მშვენიერების აღმოჩენა ჩემი მისიაა. მეტიც, ეს ბედისწერაა“, ანუ ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის „ფრიდას სიზმარი“

„ქოლგა. თბილისი. ფოტო 2014“ გამოფენის ფარგლებში, 8 მაისს გალერეა “ბლექ ენდ ვაითში” ირმა შარიქაძის კოლექციის გამოფენა გაიხსნა. პროექტის სახელწოდებაა: “წერილები”, რომელიც ფრიდა კალოს ეძღვნება და მასში შედის: სხვადასხვა ზომის 18 ფოტო, ვიდეოარტი „ფრიდას სიზმარი“. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო მწერალ მაკა გოგუაძის მიერ შექმნილი ფრიდასა და მის წარმოსახვით დას მარიცას შორის მისტიფიცირებული მიმოწერა. ფრიდამ საკუთარი ტყუპი გამოიგონა, რომლიც ახალ ალტერ ეგოს,- მეორე ფრიდას იგონებს და სწორედ ის არის ფოტოხელოვან ირმა შარიქაძის პერსონაჟი, რომელსაც მსახიობი კრისტი ყიფშიძე განასახიერებს. ფოტოხელოვანი განაგრძობს საკუთარ პროექტს „ყველა დროის ლეგენდარული ქალები“, რომლის ფარგლებშიც ამ ქალბატონების სახეებს თავისებურად აცოცხლებს.
მისი კვლევის ბოლო ობიექტი ჰოლანდიელი მოცეკვავე, ჯაშუშად ცნობილი მატა ჰარია, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს სიცოცხლე ტრაგიკულად დაამთავრა. ირმა შარიქაძის შემოქმედებაზე დიდი გავლენა ნიკო ფიროსმანისა და სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებამ მოახდინა. ხელოვანის დევიზია: „მშვენიერების აღმოჩენა ჩემი მისიაა. მეტიც, ეს ბედისწერაა ჩემი. ადამიანის სილამაზე საიდუმლოა, რომელიც განუყოფელია სიყვარულისგან.“ ფოტოხელოვანმა 1997 წელს მოსე თოიძის სახელობის ხელოვნების სასწავლებელი დაამთავრა. მან 2004 წელს პირველივე პერსონალური გამოფენისთანავე, რომელსაც ,,ფანტომი“ დაარქვა,- მიიქცია ყურადღება. მისი ნამუშევრები პოპულარულია რუსეთში, სადაც 2010 და 2013 წლებში მნიშვნელოვან გამოფენებში მონაწილეობდა და წარმატება ხვდა წილად.

10318832_743593919005106_1671094889_n

10331675_743593875671777_783538374_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები