გიორგი კვირიკაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„დღეს 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. ეს არის დღე, როდესაც ბევრი თაობა გაერთიანდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღევანდელი დღე ყოველთვის დარჩება სამშობლოს სიყვარულის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, თავგანწირვის სიმბოლოდ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყანა არ შეეგუა 1921 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვას და მრავალი წლის შემდეგ, ამ ადამიანებმა თავგანწირვით შეძლეს, კიდევ ერთხელ გაეთავისუფლებინათ ქვეყანა.

9 აპრილიდან ზუსტად 2 წლის თავზე, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დღეს ჩვენთვის ეს თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან 1918 წელს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ.

განსაკუთრებულია ის კონსოლიდაცია, რომელიც მოჰყვა 9 აპრილს და რომლის მსგავსიც არ მახსენდება. სწორედ ასეთი კონსოლიდაციით და მთელი ქვეყნის გაერთიანებით ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ძლიერი საქართველო, გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავრჩეთ ერთგული იმ იდეალებისა, რომლისთვისაც 9 აპრილის ღამეს აქ მდგომმა ადამიანებმა თავი გაწირეს“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები