ანსამბლ “ვახტანგურის” კონცერტი გურიაში

გუშინ “გურიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს” ოზურგეთის მუნიციპალურ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი “ვახტანგური” ესტუმრა, რომლის ხელმძღვანელი, ლოტბარი მამია რუსიძეა. ანსამბლი მაყურებელთა წინაშე, ძირითადად, ძველი გურული სიმღერებით წარდგა. პატარა მასპინძლები განსაკუთრებით “ფერხულმა” მოხიბლა, რომელიც ცეკვის თანხლებით შესრულდა.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი სახის კონცერტები “გურიის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში” ოზურგეთის მუნიციპალური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები