“ქრისტიან-კონსერვატიული” პარტიის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით პროცესი მიმდინარეობს

   თბილისის საქალაქო სასამართლოში “ქრისტიან-კონსერვატიული” პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია რეგისტრაციაში არასწორად გაატარა. ცენტარლური საარჩევნო კომისიის განცხადებით კი რეგისტრაცია კანონის სრული დაცვით განხორციელდა.
პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი შოთა მალაშხია აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლაა, რადგან იგეგმებოდა მისი პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბლოკში გაერთიანება და ხელისუფლება ამ სახით ოპოზიციაზე ზეწოლას ახორციელებს.
“ჩვენ თეა წულუკიანს მივუტანეთ განცხადება, რომლის თანახმადაც პარტიის თავმჯდომარის გასწვრივ გრაფაში ჩემი, შოთა მალაშხიას გვარი უნდა ჩაწერილიყო. ამის განხორციელებას მინისტრმა 17 დღე მოანდომა და ეს დღემდე არაა გაკეთებული,” – განაცხადა შოთა მალაშხიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები