საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები “თბილისის სამიტ 2014”-ს გახსნიან

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანელ კოლეგებს უმასპინძლებს. გიორგი მარგველაშვილი, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად, 6 მაისს, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტ 2014”-ს გახსნის.
სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ.
სამივე ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების შესახებაც იმსჯელებენ. სამიტის ფარგლებში დაგეგმილია პრეზიდენტების სამმხრივი და ორმხრივი შეხვედრები.
“თბილისის სამიტი 2014” საქართველოს პრეზიდენტის თურქეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტებისას დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები