„ჩვენი მიზანია ხალხმა საკუთარ თავზე იგრძნოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა“

    ჩვენი მიზანია ხალხმა რეალურად იგრძნოს საკუთარ თავზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ პრემიერმა ქუთაისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანისის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი განცხადების, ხელისუფლების მთავარი მიზანი უმუშევრობის დაძლევაა.
“ჩვენ შევქმნით პრინციპულად განსხვავებულ, ჩვენი რეალობისთვის სრულიად ახალ ეკონომიკას. ჩვენ ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ რეიტინგებში წავიწიოთ წინ. ჩვენი მიზანია ხალხმა რეალურად იგრძნოს საკუთარ თავზე ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, რეალურად დავძლიოთ უმუშევრობა და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ გაჭირვება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი მთავრობის წარმატების საზომი იქნება ჩვენი ხალხის კეთილდღეობა. აი, ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი!” -განაცხადა ღარიბაშვილმა
ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს დაჰპირდა და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტიკური წნეხისაგან გაათავისუფლა სასამართლო, პოლიცია, ბიზნესი და ტელევიზიები.
“უკვე დაწყებული გვაქვს და უნდა განვავითაროთ ხელსაყრელი პირობები ბიზნესისა და მეწარმეობისათვის. ამიტომ, ინვესტიციების მოზიდვა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ქართული პროდუქციის ექსპორტის წახალისება, ქვეყნის საწარმოო, ენერგეტიკული და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა – ჩვენი პრიორიტეტებია.
დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს ახალ პროფესიებს, კვალიფიციურ სპეციალისტებს, პროფესიონალებს, სამეცნიერო, საწარმოო კვლევებს და ასე შემდეგ”, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები