„განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა უნდა აშენდეს“

   განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ოჯახების და ქვეყნის კეთილდღეობა უნდა აშენდეს, – ამის შესახებ პრემიერმა ქუთაისში, “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანისის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“განათლების სისტემას ჩვენ ვუკავშირებთ ქვეყნის განვითარების ამოცანებს. მისი თქმით, განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
„დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილები გულისხმობს ახალ პროფესიებს, კვალიფიციურ სპეციალისტებს, პროფესიონალებს, სამეცნიერო, საწარმოო კვლევებს და ასე შემდეგ.
ამიტომ, განათლება არის ის საფუძველი, რომელზეც ჩვენი ოჯახების და ქვეყნის კეთილდღეობა უნდა აშენდეს. განათლების სისტემას ჩვენ ვუკავშირებთ ქვეყნის განვითარების ამოცანებს. ეს არის განათლების რეფორმის არსი.
პირველ რიგში, განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. დავარიგეთ უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და ამით დავეხმარეთ ხელმოკლე ოჯახებს; მომავალი სასწავლო წლისთვის აღვადგენთ რამდენიმე ასეულ სკოლას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც საჭიროა ვაშენებთ ახალ სკოლებს. ჩვენ ვზრუნავთ სწავლის ხარისხის ამაღლებაზე, გავზარდეთ აბიტურიენტების დაფინანსება, 17 ფაკულტეტი გავხადეთ უფასო, სტუდენტებისთვის ვაშენებთ საერთო საცხოვრებელს, რომლითაც ისარგებლებენ თბილისში სასწავლებლად ჩამოსული სტუდენტები ხელმოკლე ოჯახებიდან; ყველა ნიჭიერ და წარმატებულ ახალგაზრდას მივცემთ საშუალებას, სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და იქ მიღებული ცოდნა ქართულ სახელმწიფოს მოახმარონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები