ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის მერობის და  გამგებლების კანდიდატები წარადგინა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ღონიძიებაზე ქუთაისის მერობის და ასევე, გამგებლების კანდიდატები წარადგნა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები საზოგადოებაში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. 

სამტრედია – ვალერი ფოცხვერია – სამართალმცოდნე.

ხონი – ჯემალ მებუკე – ექიმი თერაპევტი.

ვანი – ზაზა ხურციძე – სამართალმცოდნე.

ბაღდათი – ირაკლი გეგეშიძე – ფინანსებისა და საბანკო საქმიანობის დოქტორი.

წყალტუბო – კონსტანტინე მამისეიშვილი – ეკონომისტი და სამართალმცოდნე.

ჭიათურა – სულხან მახათაძე – სამთო-გეოლოგი, ინჟინერი.

ზესტაფონი – ტარიელ თუთარაშვილი – ეკონომისტი.

თერჯოლა – თემურ ჯაფარიძე – ინჟინერი, გამოცდილი მენეჯერი.

ტყიბული – რობინზონ გვენეტაძე – დაბადებული ტყიბულში, ინჟინერი.

ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი – სამართალმცოდნე, ადვოკატი.

საჩხერე – მალხაზ ბაზაძე – ეკონომისტი.

ქუთაისი – შოთა მურღულია – მერის მოვალეობის შემსრულებელი.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, თანაგუნდელებს კი არჩევნებში გამარჯვება უსურვა.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი კანდიდატები ღირსეულად იბრძოლებენ თვითმმართველობის არჩევნებში და დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ. მინდა, თითოეულ მათგანს ამ ბრძოლაში წარმატებები ვუსურვო.
ასე რომ, მოემზადეთ ჩვენი საბოლოო გამარჯვებისთვის! ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ!
მთელი ძალაუფლება ჩვენს ხელში, ხალხის ხელში იქნება და ამ ძალით და განახლებული ენერგიით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს შენებას და გაძლიერებას შევუდგებით.
მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველას, ვისთვისაც ღირებულია დემოკრატიული პრინციპები, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, კეთილდღეობა, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების” კანდიდატებს! შემოხაზეთ 41!
ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას!
მოდით, ერთად ვიზრუნოთ ქუთაისზე, ერთად ვიზრუნოთ იმერეთზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!“, – მიმართა პრემიერმა ქუთაისში შეკრებილ მოსახლეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები