პავლე კუბლაშვილმა ნინო ბურჯანაძეს ყვარყვარე თუთაბერი უწოდა

  საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა და მას ყვარყვარე თუთაბერი უწოდა. მისი თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, მათ შორის “დემოკრატიული მოძრაობა”, რელიგიური გრძნობებით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს, – ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოზიციაში” განაცხადა.
“ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, გამოიყენონ გარკვეული რელიგიური გრძნობები, რათა თავისი პოზიცია გაიმყარონ. ვგულისხმობ გარეოპოზიციის ერთ ნაწილს, მათ შორის ნინო ბურჯანაძეს, რომლის განცხადებებიც ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობაა, რაც პოლიტიკოსმა შეიძლება გააკეთოს. მე შემიძლია მისი მდგომარეობის შედარება ერთ კონკრეტულ მაგალითთან – ყვარყვარე თუთაბერი ბევრ ხალხს რომ ხედავს და ცდილობს თავში ჩაუდგეს. ეს არის ბურჯანაძისა და მისი გუნდის ქცევა დღეს”, – განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები