კორკოტაშვილი ვანო ჯავახიშვილს ემუქრება და ლგბტ დროშის დაწვას აპირებს – „არც „სროკებს“ მოვერიდებით“

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი გია კორკოტაშვილი ლგბტ დროშის დაწვას აპირებს.
როგორც კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ის და მისი თანამოაზრეები დროშის დაწვას სახალხოდ, ფეხბურთის სტადიონზე აპირებენ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იხილოს.
„გამიზნული გვაქვს ლგბტ დროშის დაწვა და იმის თქმა, რომ საქართველო და ლგბტ დროშა ერთმანეთთან არაფერ კავშირშია.. ქართველებმა უნდა დაინახონ, რომ “პედერასტების” დროშის დაწვის გამო დაგვიჭირეს! მომავალ თაობას უნდა ვაჩვენოთ, რომ რაინდები ვართ, არც „სროკებს“ მოვერიდებით და არც არაფერს! იმასაც ამბობენ, გია კორკოტაშვილის ქალიშვილი ამერიკაში ჰიმნს მღერის, ჩვენი შვილები კი რუსეთუმეებად უნდა გაიზარდონო. ცდებით ბატონებო, მე ორივე ხელით მხარს ვუჭერ დონალდ ტრამპის ვაჟკაცურ პოლიტიკას, მათ შორის, ლგბტ საზოგადოებასთან მიმართებაში. მე ტრამპისტი ვარ! აი, ნიკა გვარამია ვისისტია, ეს თვითონ თქვას!“ – აცხადებს გია კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში გია კორკოტაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადაცემის „ვანოს შოუს“ შემოქმედებით ჯგუფის წევრებსაც ემუქრება. მისი თქმით, „ვანოს შოუს“ წამყვანმა მის შვილიშვილს დასცინა და ამიტომ იგი იმუქრება, თუ „როგორ დასჯის მათ“. „ვანოს შოუ“ თითქმის ყველა გადაცემაში მიძღვნიდა „სკეტჩს“, მაგრამ ჩვეულებრივ ხუმრობად ვიღებდი. გასულ კვირას ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს – ჩემს შვილიშვილს დასცინეს, რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვაპატიებ. მთელი საქართველო დაინახავს, როგორ დავსჯი. ვინც ჩემიანია და გვერდით არ დამიდგება, გია კორკოტაშვილის სახელი აღარ ახსენოს. ეს უკვე მხოლოდ ჩემი საბრძოლო თემა აღარ არის! “ – აცხადებს გია კორკოტაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები