ზესტაფონში დასუფთავების აქცია გაიმართა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა და მაჟორიტარი დეპუტატი დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ჩაერთვნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად „დავასუფთაოთ საქართველოს“ ახალი კამპანიის „ლურჯი ნაკადული“ – ს აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
22 მარტი წყლის რესურსების საერთაშორისო დაცვის დღეა და ამ დღეს მსოფლიო სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნავს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი კამპანიას დასუფთავების მასშტაბური აქციით შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები