მექსიკის ქალაქ სან-პაბლიტოში ფოიერვერკების ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, ათულობით კი დაშავდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
აფეთქება ქალაქ ტულტეპეკში მოხდა, მეხიკოდან 32 კილომეტრში. აფეთქების და ხანძრის სავარაუდო მიზეზი უსაფრთხოების ზომების დარღვევა გახდა. აფეთქების მომენტში ბაზრობაზე ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შობისთვის და ახალი წლისთვის ფოიერვერკებს ყიდულობდნენ.