თბილისში ტაქსის აფეთქების შედეგად 30 წლის მამაკაცი დაიწვა

თბილისში ტაქსის აფეთქების შედეგად მგზავრი – 30 წლის მამაკაცი დაშავდა. შემთხვევა გუშინ ავჭალის დასახლებაში მოხდა. კერძო ტაქსი ბუნებრივ აირზე მუშაობდა.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, მგზავრმა სხეულის მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. მისივე თქმით, ტაქსის აალების შედეგად მგზავრს სახე და ზედა კიდურები დაეწვა.
„პაციენტი აცხადებს, რომ მან ტაქსი გააჩერა და გარკვეული დროის შემდეგ მანქანა აალდა. მგზავრმა მე-2-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო, მას სახე და ზედა კიდურები დაეწვა. პაციენტი კლინიკაშია მოთავსებული და სათანადო მკურნალობა უტარდება. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, – განუცხადა „კვირას“ გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები