გიორგი ვოლსკი: კარლ ბილდტი სააკაშვილის ახლო მეგობარი და მოკავშირეა, ასევე არის „ნაცმოძრაობის“ მრჩეველი, მისი განცხადება არის მოწოდება დაპირისპირებისკენ, რასაც საქართველოში ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი

“ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარის, კარლ ბილდტის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“კარლ ბილდტი სააკაშვილის ახლო მეგობარი და მოკავშირეა, ასევე „ნაცმოძრაობის“ მრჩეველია, რასაკვირველია, წინ აყენებს პოლიტიკურ მოტივაციას, სამართლებრივად ვერ დააყენებს. თუმცა კარლ ბილდტი ამ მოწოდებით გაცილებით უფრო ფართომასშტაბიან შეჯახებას გულისხმობს. ეს ევროპული სტანდარტისთვის მიუღებელია და ისინი ჩვეულებრივი კალენდრით იხელმძღვანელებენ, რითაც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ამოეწურა“, – განუცხადა ვოლსკიმ “პირველ არხს”.

ცნობისთვის, შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარემ, კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ საქართველოში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს. მისივე თქმით, ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები