„ფორტე“: ბულინგი რომ ბულინგობდა მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის

“მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ”, – ამის შესახებ ჯგუფ „ფორტეს“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც ჯგუფი წერს, ბულინგს მათთვის ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს.

„ფილმ ,,დაკარგულ სამოთხე“-ში არის ასეთი მომენტი – ლაზარია ამბობს თავის თვითმარქვია და მატყუარა ბატონზე „უწმინდური იყო და მატყუებდა, წმინდანი გახდა და მაინც მატყუებსო“. ცოტა რომ გადავათამაშოთ: მთავრობაში იყვნენ და სიმღერას გვიკრძალავდნენ (სხვა უბედურებებზე, რომ არაფერი ვთქვათ) ოპოზიციაში არიან და მაინც გვიკრძალავენ!!! საკვირველია პირდაპირ.

P.S. ისე მავანის გასაგონად, იმ ავად სახსენებელ წლებში, ბულინგი რომ ბულინგობდა და სიცოცხლისთვის საშიში იყო საკუთარი აზრის დაფიქსირება, მაშინ ვერ შეგვაშინეს და ახლა ვადაგასული მაშხალის გასროლის ეფექტი აქვს მათ ბულინგს ჩვენთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები