ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 72 მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფას ექვსი ადამიანი გადაურჩა.
თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, თუმცა ნისლის გამო მარშრუტის შეცვლა მოუწია.
აზერბაიჯანის ავიახაზების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.