დავით შანიძე აქციის მონაწილეებზე: ახალგაზრდობა აბსოლუტურად დაბნეულია, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაშია ჩართული

“ეს ახალგაზრდობა აბსოლუტურად დაბნეულია, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაშია ჩართული, თან დღეს, როდესაც სახელმწიფოს ამხელა გამოწვევები აქვს. უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, ფაშისტური სცენარით სადამდე მივიდა უკრაინა. როგორც ჩანს, ყველაფერზე მიდიან”, – ამის შესახებ ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით შანიძემ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

„იმ ხალხს, ვინც ახლა ჩვენ თავს გვესხმის, მიშა სააკაშვილის რეჟიმის შემდგომ, კარგად ვერ დავარქვით თავიანთი სახელები, თუმცა ჩვენ, შემოქმედებმა, ხელოვანებმა იმიტომ გავაკეთეთ ეს, რომ კიდევ გავითვალისწინეთ ზუსტად ის არეალი, რაც არის ხელოვნება, რაც არის შემოქმედებითობა და ალბათ, ეკლესიის შემდეგ, სუფთა ჰუმანური კუთხით ყველაზე მაღლა ჩვენ უნდა დავდგეთ, მაგრამ რა მივიღეთ?! მივიღეთ ის, რომ მათი წადილია ჩამოანგრიონ სახელმწიფო, შემდეგ რაღაცნაირად მოვიდეს ეს მარგინალური ხელისუფლება და შემდეგ ისევ აღმოჩნდნენ იმ კომფორტში, რაშიც იყვნენ“, – აღნიშნა დავით შანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები