ირაკლი რუხაძე: ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ივანიშვილმა თქვა, რომ ომის დაწყებამდე ვიღაც მოვიდა, რომელმაც ღარიბაშვილს უთხრა, რომ დაიწყება ომი, უნდა გახსნათ მეორე ფრონტი, დაგიპყრობენ და მერე გააგრძელებთ პარტიზანულ ბრძოლას
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ომის დაწყებამდე ვიღაც მოვიდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ დაიწყება ომი, თქვენ უნდა გახსნათ მეორე ფრონტი, დაგიპყრობენ და მერე გააგრძელებთ პარტიზანულ ბრძოლას, – ამის შესახებ „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ განაცხადა.
მან საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ მდებარეობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ორი უზარმაზარი იმპერია – რუსეთი და ამერიკა არის თავისი ინტერესებით ჩვენს გარშემო და თუ ვითარებას ამ კონტექსტში შევხედავთ, მაშინ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. რუხაძის თქმით, საქართველოში რომ სიტუაცია აირიოს, გარშემო 8-9 ქვეყანაში აირევა სიტუაცია.
„ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ომის დაწყებამდე, ვიღაც მოვიდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ დაიწყება ომი, თქვენ უნდა გახსნათ მეორე ფრონტი, თქვენ დაგიპყრობენ და მერე გააგრძელებთ პარტიზანულ ბრძოლას. ეს მე გავიგე ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც თავის ინტერვიუში თქვა. მან რომ ეს თქვა, ჯერ არ იყო გამოსული საიმონ შუსტერის ინტერვიუ, სადაც მან მოყვა ასეთი ისტორია, რომ კამალა ჰარისი გაუშვეს ზელენსკისთან სალაპარაკოდ ომამდე რამდენიმე დღით ადრე, დაახლოებით იგივე დროს, როცა ბიძინა ივანიშვილი ჰყვებოდა, აქ რა ხდებოდა. ჰარისმა ზელენსკის უთხრა, რომ დაგესხმება რუსეთი, დაგიპყრობს, მერე უნდა გადახვიდე პარტიზანულ ბრძოლაზე და მეტიც, იქ წერია, რომ შენ ხმოვანი ანდერძი ჩაწერე, რადგან შეიძლება დაგატყვეონ ან მოგკლან და უკრაინელმა ხალხმა რომ გააგრძელოს ბრძოლა და შენი ხმა იყოს ჩაწერილი. ამას ჰყვება საიმონ შუსტერი.
შემდეგ გამოვიდა წიგნი, რომელსაც ჰქვია „ომი“ და რომლის ავტორი არის ის ჟურნალისტი, რომელმაც „უოტერგეიტის“ გახსნა და ნიქსონის იმპიჩმენტი გამოიწვია. ამ წიგნში, ზუსტად ეს ისტორიაა აღწერილი – როგორ ჩავიდა კამალა ჰარისი, რომ ზელენსკიმ არ დაუჯერა. ეს ემთხვევა იმ ისტორიას, რომელზეც ლაპარაკი იყო აქ.
ნატოში ყოველთვის ამ ორი ქვეყნის (უკრაინის და საქართველოს) მიღებაზე იყო ლაპარაკი. რატომ მდებარეობს საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, საქართველოში რომ სიტუაცია აირიოს, შენ გერევა შენს გარშემო სიტუაცია 8-9 ქვეყანაში. დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ჩვენგან გადის უამრავი რაღაცა, იგივე ყაზახეთის ნავთი. არ არის ლაპარაკი, რომ აზერბაიჯანის ნავთი, რომელიც თურქეთში მიდის და თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი თუ შეწყდება და აქ აირევა სიტუაცია, თურქეთი გყავს გარეული, ყაზახეთი გყავს გარეული, სომხეთი და აზერბაიჯანი გყავს გარეული. საქართველოს სულ ჰქონდა ეს მდებარეობა, ამიტომ არის, რომ იმპერია არ არსებობს მგონი, რაც ვიცით და რაც კაცობრიობამ იცის, რომ აქ არ გაევლო რაღაც მომენტში და ახლაც ფაქტობრივად ისეთი სიტუაციაა, ორი უზარმაზარი იმპერია რუსეთი და ამერიკა თავის ინტერესებით ჩვენს გარშემო, ჩვენთან და უკრაინაში ხდება რაღაცა გარჩევა და ჩვენ ამის შუაში აღმოვჩნდით. ასე თუ შეხედავ, ამ ფუნდამენტური ნაწილის მე მჯერა, შეიძლება ვცდები, მაგრამ მჯერა. და თუ ეს გჯერა, მაშინ ბევრი სხვა რაღაცა, რაც მოყვა, უკვე სხვანაირად აღიქმება.
შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენს მთავრობას უცებ თავზე, რომ ეგზისტენციალური საშიშროებიდან როგორ გამოვიყვანო ჩემი ქვეყანა, რომ რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ. ეს ვთქვი მე იქ და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როცა ასეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ ეს მოჰყვე და მოჰყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა მაინც დაგიჯეროს შენი მოსახლეობის, მე ვთქვი, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომებით. მაგალითად არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში და რომელიც მერე ერთ საათში გიწევს იმის შეცვლა, ახსნა. ამდენი ხანია უკვე, იმ განცხადებაში რა თქვა პრემიერმა, იმას ვისმენთ. ეს არ შეიძლება. უკვე იმდენად დაძაბული და რთული სიტუაციაა და იმხელა ძალები გყავს დაპირისპირებული, რომ უნდა იყო ძალიან ფრთხილად“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.