გია ნიკოლაძე: ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია – თუ ქართველი ერი არ შერიგდა, კატასტროფის წინაშე ვიქნებით

“ბულინგი უცხოური აგენტურის ამბავია. ძალიან ცუდია, რაც ხდება, და მხარს ვუჭერ ყველა ჩემს კოლეგას. ძალიან არ ვეთანხმები მათ, ვინც ოდნავ მაინც სიტყვით ან ქმედებით, ცდილობს, რომ დაიყოს საზოგადოება. ის არის ეშმაკის მოგზავნილი, არაა ქართველი”, – ამის შესახებ მომღერალმა გია ნიკოლაძემ „პრაიმ ტაიმთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობას უჭერს მხარს, რადგან სიტუაცია არ უნდა აიწეწოს.

„ვიღებ მონაწილეობას საახალწლოდ გამართულ ღონისძიებებში. რადგან, თუ ქართველი ერი არ შერიგდა, კატასტროფის წინაშე ვიქნებით. სამოქალაქო ომი უკვე დაწყებულია. ჩვენმა მტერმა უკვე მიაღწია და დაგვაჯახა ერთმანეთს. ახლა, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, წინააღმდეგი ვარ ძალადობის და განვიცდი ამ ნაცემ ბავშვებს, მაგრამ მთავრობას ვუჭერ მხარს, რადგან ვთვლი, რომ არ უნდა აიწეწოს სიტუაცია“, – აღნიშნა გია ნიკოლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები