ანომალიებით დაბადებული ჩვილი მშობლებმა “იაშვილის” კლინიკაში დატოვეს

2 თვის ბავშვი, რომელიც მრავლობითი ანომალიით დაიბადა, მშობლებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დატოვეს, – ამის შესახებ „კვირას“ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, გოგონას მშობლები საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.
ჩხაიძის ინფორმაციით, ჩვილი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაშია მოთავსებული.
„ჩვენი საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოცმუშაკს დაუკავშირდა. მშობლებმა ახსნა – განმარტება უკვე დაწერეს. ვინაიდან ჩვილი მრავლობითი ანომალიით დაიბადა, მშობლები ბავშვზე უარს აცხადებენ, გოგონას შემდგომ ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანენ და მასზე მზრუნველობას სახელმწიფო აიღებს”, – განუცხადა “კვირას” ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები